გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის, გოჩა ძიმისტარაშვილის საქმეზე წინა საგამოძიებო მოკვლევა დაიწყეს.
ძიმისტარაშვილის თქმით, 25 იანვარს ოზურგეთის აგრარულ ბაზარში ერთ- ერთი პირი დანით ცდილობდა ჭრილობა მოეყენებინა მისთვის. "ამ ადამიანის გვარიც ვიცი, მუჯირია. მასთან არანაირი კონფლიქტი არ მქონია არასდროს. ვფიქრობ, რომ ეს უკავშირდება ჩემს პოლიტიკურ აქტიურობას. არ არის გამორიცხული, რომ ეს ადამიანი ქალაქ ოზურგეთის მერთან იყოს რაიმე კავშირში. უკვე შევიტანე განცხადება პოლიციაში და მოვითხოვ, დროულად იყოს ეს საქმე გამოძიებული."-თქვა დეპუტატმა.
ქალაქ ოზურგეთის მერი, ბეგლარ სიორიძე გოჩა ძიმისტარაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებს.