"პარი სენ-ჟერმენისა" და შვედეთის ნაკრების ლიდერმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, საქველმოქმედო აუქციონი მოაწყო და საკუთარი ნივთები გაიტანა გასაყიდად.
ფეხბურთის ვარსკვლავმა აუქციონიდან 190 ათასი ევრო მიიღო და მთელი თანხა სხვადასხვა სენით დაავადებული ბავშვების დახმარების ფონდში გადარიცხა.
აუქციონზე იბრაჰიმოვიჩის ბუცები 22 ათას ევროდ გაიყიდა, ხოლო ბურთი, რომლითაც იბრაჰიმოვიჩმა პირველი გოლი გაიტანა პარიზული გუნდის რიგებში – 24 ათას ევროდ.