საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში დღეიდან სასწავლო პროცესი განახლდა.
დღეიდან სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებშიც.
სამასამდე საჯარო სკოლაში, ასევე დედაქალაქის ყველა საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი 3 დღით, გრიპის ვირუსის პრევენციის გამო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე იყო შეჩერებული.
ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში სასწავლო პროცესი დიდთოვლობით გამოწვეულმა პრობლებამაც შეაფერხა. გაცდენილი საათები შაბათის ხარჯზე ანაზღაურდება.