ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 15 საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დღეიდან განახლდა. დიდთოვლობის გამო სკოლამდელი საგანმანათლებლო-საააღმზრდელო ცენტრის ადმინისტრაციის ბრძანების საფუძველზე, სასწავლო პროცესი ამ დრომდე შეწყვეტილია აცანის, მამათის, აკეთის, შრომისუბნისა და ღრმაღელის სააღმზრდელო ჯგუფებში.
ასევე დროებით შეჩერებულია სამუშაო პროცესი სუფსის საბავშვო ბაღშიც, სადაც დიდთოვლობის გამო სახურავის ნაწილი ჩამოინგრა.
საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელის, დავით წულაძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გადაწყდება თუ როდის განაახლებს ბაღი მუშაობას.
"მდგომარეობის შესასწავლად ადგილზე ვიმყოფებოდი, ასევე იყვნენ ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებიც. ვნახოთ, სახურავის აღდგენის შემთხვევაში, თუ იქნება მისი მდგრადობის გარანტია, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს ამ შენობაშივე განვაახლებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ალტერნატიულ ფართს დავიქირავებთ. ცნობისთვის, მიმდინარე წლის გაზაფხულიდან იგეგმება სუფსის ბაღის სრული რეაბილიტაცია", – გვითხრა წულაძემ.