შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1969 წელს დაბადებული მეჰრან რ. თბილისში, მიროტაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 4 შეკვრად დაფასოებული 1,36154 გრ ჰეროინი და 5,76 გრ ტრამადოლის შემცველი 24 აბი, ხოლო მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას – 66 შეკვრად დაფასოებული 24,67 გრ ჰეროინი ამოიღეს.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად მეჰრან რ-ს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტის დაუდგინდა.
გამოძიება გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს .