უკვე ცნობილია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 64 საოლქო საარჩევნო კომისიის 182 წევრი აირჩია.
"გურია ნიუსისთვის“"ცნობილი გახდა, რომ №60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში 3 ვაკანტურ თანამდებობაზე არჩეული კომისიის წევრები გახდნენ: ელგუჯა ჩხატარაშვილი, ზვიად თენიეშვილი და თეიმურაზ კაჭარავა;
№61 ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიაში 2 ვაკანტურ თანამდებობაზე არჩეული კომისიის წევრები: თამარ ბისიეშვილი, ლალი კიკაბიძე,;
№62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიაში 2 ვაკანტურ თანამდებობაზე არჩეული კომისიის წევრებია: მაკა ბოლქვაძე და თეიმურაზ კუტუბიძე.