პარიზის გრან-სლემის 81 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ავთანდილ ჭრიკიშვილი და ბულგარელი ივაილო ივანოვი დაუპირისპირდნენ. ქართველმა ძიუდოისტმა, რომელიც ძიუდოს მსოფლიო რეიტინგში ლეგენდარული ფრანგის ტედი რინერის შემდეგ ძალზე საპატიო მეორე ადგილს იკავებს, კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა და ოქროს მედალს დაეუფლა.