პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, რუსთავში გამწვანების აქცია ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ სააგენტოს ხელმძღვანელები, ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს თანამშრომლები და რეგიონში აღრიცხვაზე მყოფი პირობით მსჯავრდებულები.
აქციის მონაწილეებმა ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სკვერში, 40 ძირი ფიჭვის ხე დარგეს.
პრობაციის ეროვნული სააგენტო რეგულარულად აწყობს გამწვანებისა და სხვა საზოგადოებრივად სასარგებლო აქციებს, რაც პრობაციონერებს რესოციალიზაციაში და რეინტეგრაციაში ეხმარება.
(R)