საუდის არაბეთში, პროვინცია ჯიზანში, მასწავლებელი კოლეგებს თავს დაესხა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ექვსი მასწავლებელი დაიღუპა, ხოლო ორი დაჭრილია.
როგორც საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, ეჭვმიტანილი სამართალდამცავებმა დააკავეს.
ამ დროისთვის დანაშაულის ჩადენის მიზეზი უცნობია.