ტელეკომპანია "მაესტროს" ერთერთი მეწილე მამუკა ღლონტი ტელეკომპანიის 25პროცენტის მფლობელის გია გაჩეჩილაძის განცხადებას ეხმაურება:
"ბატონმა გია გაჩეჩილაძემ "ჯდს"-ს ეთერში განაცხადა, რომ მას ჩემთან სადაო 25%-იანი წილი არ გაუყიდია და არც ფული აუღია. ახლა გამოდის, რომ ან ბატონი გია ცრუობს ან ის ადამიანი ვინც მე ამ 25% წილის შესყიდვაში დამარწმუნა (მე ამ ადამიანის მჯერა).
ჩემის მხრივ მე ამ ადამიანის ვინაობას იმიტომ არ ვასახელებ, რომ თავის დროზე ამ გარიგების კონფიდენციალურობის პირობა მაქვს მიცემული და არ მჩვევია სიტყვის გატეხვა.
სიმართლის გასარკვევად ერთი გზა მრჩება _ დაველოდო ამ ადამიანს, თუ ის ასევე კონფედენციალურად ან საჯაროდ დაადასტურებს, რომ გაჩეჩილაძისთვის არაფერი გადაუხდია, გამოდის, რომ ბატონი გია მართალია, ხოლო თუ ის შეინარჩუნებს დუმილის რეჟიმს (ვინაიდან დუმილი თანხმობის ნიშანია), გამოვიტან დასკვნას, რომ თანხა გადახდილია (ამ ეჭვს გარდა ამ ადამიანის ნდობისა, ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებაც მიმყარებს) და გავაგრძელებ სასამართლო დავას,"__ წერს ღლონტი ფეისბუქის საკუთარ გევრდზე.
გია გაჩეჩილაძის განცხადება _ "ასე მგონია, ქვეყანას ეთერ გადაბაძე და ნიკოლოზ გვარამია მართავს"