"მითების დეტექტორი" აგრძელებს რუსულენოვანი მედიის მიერ მომზადებული, ყველაზე გავრცელებული ტყუილების შესახებ მასალების გამოქვეყნებას, რომელთა წყარო ვებ-პორტალი Russia Lies არის და ამ დროისათვის 200 შემთხვევას მოიცავს.
უკრაინაში მიმდინარე ჰიბრიდული ომის ფარგლებში რუსული მედია საკუთარი პროპაგანდისტული მიზნების მისაღწევად, საკმაოდ ხშირად მიმართავს ისეთი სენსიტიურითემებით მანიპულირებას, როგორიცაა მცირეწლოვანი ბავშვები, მოხუცები, ეკლესია. ამ თემატიკაზე საკმაოდ მრავალფეროვანი, რეალობასთან ძალიან შორს მდგარი და ხშირადკურიოზულ ვითარებამდე მისული მითები იქმნება.
2014 წლის 15 ივლისს, რუსულენოვანი მედიასაშუალება "SputnikNews" ირწმუნებოდა, რომუკრაინელმა ნაციონალისტებმა პრორუსული ძალებისადმი მხარდაჭერის გამო ორი სლავიანსკელი სასულიერო პირი წამებით მოკლეს. ცნობის წყაროდ მოყვანილი იყო უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო. სტატიაში ასევე საუბარი იყო მართლმადიდებელი მღვდლის შესახებ, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა დაატყვევეს და სცემდნენ, რათა პრორუსულ ძალებთან კავშირი ეღიარებინა.
სინამდვილეში, 2014 წლის 14 ივლისს, კიევში გამართულ ბრიფინგზე ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა, რომ აღმოჩენილ იქნა ორი სასულიერო პირის სამარხი, რომლებიც პრო-რუსულმა ძალებმა მოკლეს. იქვე იპოვეს ერთ-ერთი სასულიერო პირის ორი ვაჟის ნაწამები ცხედრებიც, რომლებიც მხოლოდ იმიტომ აწამეს და მოკლეს, რომ ისინი უკრაინელ ჯარისკაცებს ეხმარებოდნენ.
რუსულმა მედიამ გააყალბა ფაქტი, გერაშჩენკოს ციტატა და დაუსაბუთებელი პარალელების მოყვანის გზით შეეცადა მკითხველისთვის შეექმნა წარმოდგენა, თითქოს უკრაინელი მებრძოლები მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს აწამებენ.