საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი განცხადებას ავრცელებს და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატებად ევა გოცირიძის, ალექსანდრე ბარამიძისა და თამარ ალანიას წარდგენას აპროტესტებს.
"ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოსამართლის კანდიდატად დარეგისტრირდა სამი სავარაუდო მურუსიძე- სანდრო ბარამიძე, თამარ ალანია და ევა გოცირიძე. თანამემამულენო, შემომიერთდით! ფაშისტური რეჟიმის დამარცხების შემდეგ გაასამართლეს რეჟიმის მონა მოსამართლეები. ცნობილმა მეცნიერებმა და საზოგადო მოღვაწეებმა სასამართლოს მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილებების გამო, საზოგადოების წინაშე ბოდიში მოიხადეს ვინაიდან ისინი სდუმდნენ. სასამართლო სისტემაში არ უნდა დარჩეს არცერთი მურუსიძე რომელიც ემსახურება ხელისუფლებას და არა კანონის მოთხოვნებს.
თანამემამულენო მოგმართავთ თქვენ, რათა მომავალში თქვენც არ მოგიწიოთ საზოგადოების წინაშე ბოდიშის მოხდა, ერთად ვიბრძლოთ ადამიანის უფლებათა სასამართლოში გვყავდეს სამართლიანი, მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაციის მქონე მოსამართლე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის # 623 დადგენილებით დამტკიცებული იქნა 2016 წელს ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურის შერჩევის წესი. მე-5 მუხლის 1 ნაწილის "ზ“ პუნქტის თანახმად კანდიდატს უნდა ჰქონდეს მაღალი მორალური და პროფესიური რეპუტაცია.
იუსტიციის საბჭოს წევრებმა თამარ ალანიამ და ევა გოცირიძემ ხმა მისცეს ლევან მურუსიძის სასამართლოში დანიშვნას. ევა გოცირიძის და თამარ ალანიანს საქციელს საზოგადოების მხრიდან საპროტესო გამოსვლები მოჰყვა. მათი მორალური და პროფესიული რეპუტაციის მიმართ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა.
სამოქალაქო საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რომ კანდიდატს ჰქონდეს მაღალი მორალური და პროფესიური რეპუტაცია, რომელიც ჩემი შეფასებით, ევა გოცირიძეს და თამარ ალანიას არ გააჩნიათ. თამარ ალანია ბრძანდებოდა გვანცა ყუფარაძის მოსამართლე, რამდენიმე პოლიტიკური პატიმარი ჰყავს გასამართლებული. სანდრო ბარამიძე იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბრძანდება. იუსტიციის მინისტრი ბრძანდება კომისიის თავმჯდომარე, თუ ბარამიძეს სურს კანდიდატობა იგი უნდა გადაგეს, რათა უხერხული სიტუაცია არ შეიქმნას“, _ აღნიშნულია ხატიაშვილის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 47-მა კანდიდატმა გამოთქვა.
კანდიდატთა შორის არიან: იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ევა გოცირიძე.
ამავე თემაზე:
მინისტრების მოადგილეები სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველთა სიაში