ბრაზილიელი მეცნიერები ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთად ზიკა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად მუშაობას იწყებენ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრის, მარჩელო კასტროს განცხადებით, ქვეყანა ვაქცინის შესაქმნელად 5 წლის განმავლობაში 1, 9 მილიონ დოლარს დახარჯავს.
მკვლევარების თქმით, ვაქცინის შექმნის პროცესის დაჩქარების მიზნით, მას ერთდროულად თაგვებსა და მაიმუნებზე გამოცდიან.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ვაქცინის გავრცელება სამი წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი
არსებობს მოსაზრება, რომ ზიკა ვირუსით შესაძლოა 1, 5 მილიონი ადამიანი იყოს დაინფიცირებული.
მაუწყებლის ინფორმაციით, რამდენიმე ქვეყნების მეთაურმა ქალებს დაორსულებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, ხოლო ორსულებს დაინფიცირებულ ქვეყნებში ჩასვლას არ ურჩევენ.