BBC-ის ინფორმაციით, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი აცხადებს, რომ საბერძნეთი საიმიგრაციო სამიტზე ევროკავშირის არცერთ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერს, თუ წევრი სახელმწიფოები მიგრანტების შესახებ კვოტებს არ დაეთანხმებიან.
"ამიერიდან, საბერძნეთი გარიგებას არ დადებს, თუ ის ტვირთსა და პასუხისმგებლობას წევრ ქვეყნებს შორის თანაბრად არ გაიყოფს,"_განაცხადა ციპრასმა.
როგორც ცნობილია, ევროკავშირი საბერძნეთს შენგენის ზონიდან გარიცხვით ემუქრება, თუ ის ქვეყანაში მიგრანტების შესვლის გასამკაცრებლად ზომებს არ მიიღებს, თუმცა ევროსაბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებით, საბერძნეთის შენგენის ზონიდან გარიცხვა მიგრანტების კრიზისით გამოწვეულ პრობლემებს ვერ გადაჭრის.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროპაში საბერძნეთის მხრიდან გასული წლის განმავლობაში 850 000-ზე მეტი მიგრანტი შევიდა.