ევროკავშირი საბერძნეთში მიგრანტებით გამოწვეული კრიზისისგან ქაოსის შექმნას ვერ დაუშვებს, _ აღნიშნული განცხადება BBC-ის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა გააკეთა.
"თქვენ სერიოზულად გჯერათ, რომ ევროზონის ქვეყნები, რომლებიც გასულ წელს საბერძნეთის ევრო ზონაში დასარჩენად იბრძოდნენ, დაუშვებენ ერთი წლის მერე, რომ საბერძნეთი ქაოსში ჩაიძიროს,"_განაცხად მერკელმა.
როგორც ცნობილია, ევროპაში მიგრანტები უმეტესად საბერძნეთიდან შემოდიან.
მაუწყებლის ინფორმაციით, შვიდ მარტს ევრო ზონის წევრი ქვეყნები და თურქეთი მიგრანტების შესახებ სამიტს გამართავენ.
როგორც ცნობილია, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი, ევროკავშირს სამიტზე გადაწყვეტილებების ბლოკირებით ემუქრება, თუ საბერძნეთი პასუხისმგებლობას ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებთან ერთად არ გაიყოფს.