"ბუნებით უფრო რეჟისორი ვარ ვიდრე მსახიობი" _ ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობის" პირველი ნომერი იქნება.
"მინდა ყველას გასაგებად ვთქვა და ნურავის ნუ ეწყინება, რომ მე ბუნებით უფრო რეჟისორი ვარ ვიდრე მსახიობი, რომელიც სხვისი დაწერილი სცენარიდან როლებს ირგებს!" _ წერს რულოვსი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.