საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის თქმით საგარეჯოს არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე დაწყებული გამოძიება მისთვის "არასერიოზული საკითხია:
" ჩემი მხრიდან, ყოველ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ვთქვი. ყველა დოკუმენტი სახეზეა და ვინც უნდა, რომ გაიგოს, გაუგებს. ვისაც შეუძლია, წაიკითხოს და წაკითხულის შინაარსი, პირველ კლასში რომ ასწავლიან, გამოიტანოს. ვისაც არ უნდა, ვერ გაიგებს.
ასე რომ, ამ საუბარს აზრი აღარ აქვს. ვისაც უნდა, დამკითხოს, სადაც უნდათ იქ მივალ, რა დოკუმენტებსაც უნდათ, იმას მივიტან. ჩემთვის ეს იმდენად არასერიოზული საკითხია, რონ მზად ვარ, ყველგან, ყველანაირ ფორმატში საუბრისთვის, თუმცა, საჯაროდ ეს თემა დავასრულე", _ განაცხადა თინა ხიდაშელმა.