დევიდ ბექჰემი არ მალავს, რომ მისი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი ტომ კრუზი გახლავთ.
რამდენიმე დღის წინ მსახიობი ბრიტანულ გამოცემას "The Sun" ესაუბრა. ტომმა განაცხადა, რომ დევიდს მსახიობის ისეთი ნიჭი აქვს, თუ ფილმში გადაიღებენ, მსოფლიო აღიარება ელოდება.
"დევიდი ძალიან, ძალიან ნიჭიერი ადამიანია. მინდა, როგორმე დავითანხმო და რომელიმე ფილმში გადავაღებინო. ის მორიდებული ადამიანია და ამიტომ, ყველაფერზე უარს ამბობს, მაგრამ მე მის დათანხმებას შევძლებ," – განაცხადა კრუზმა.
თავად ყოფილი ფეხბურთელი დევიდი კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ ბრიტანული მედია წერს, დევიდი ფილმში რომ გადაიღონ, ისეთ ჰონორარს მოითხოვს, იმ ფასად ჰარისონ ფორდსა და რიჩარდ გირს ერთად დაიქირავებენო. კარგი იდეაა ეს ორი მსახიობი ერთ ფილმში.