მსახიობი ჯორჯ კენედი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც მსახიობის შვილიშვილი კორი შჩენკელი აცხადებს, ის კვირას აიდაჰოს შტატში, ბოისეში გარდაიცვალა.
"ის ასაკის და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარდაიცვალა,"_განაცხადა კორი შჩეკელმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯორჯ კენედი 16 წელი ამერიკის შეერთებული შტატების არმიაში მსახურობდა, ის ასევე მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო.
როგორც ცნობილია, მან სამსახიობო კარიერა 1950-იან წლებში დაიწყო და 150-ზე მეტ ფილმსა და სერიალში აქვს მონაწილეობა მიღებული.
მაუწყებლის ინფორმაციით, მსახიობმა 1968 წელს ფილმში "გულგრილი ლუკი" შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის "ოსკარის" პრემია მიიღო.