ამერიკის შეერთებული შტატების ელიტური არმიის, „დელტას“ სამიზნეს ერაყში „ისლამური სახელმწიფო“ წარმოადგენს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ოფიციალური პირების განცხადებით, ჯგუფი რამდენიმე კვირის განმავლობაში სპეციალურ წვრთნას გადიოდა, რაც იგივე სტრატეგიას წარმოადგენს რომელსაც სპეციალური ოპერაციების ძალები ბრძოლის წინა რიგებში განლაგებისას იყენებენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, პენტაგონის რამდენიმე წევრმა და სამხედრო პირმა გავრცელებული ინფორმაცია უარყო, თუმცა თავდაცვის მინისტრმა, ეშ კარტერმა სპეციალური დანაყოფების მისიაში ჩართვა დაადასტურა.
მისი თქმით, სამხედროები რეიდებს ჩაატარებენ და „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ აყვანილ მძევლებს გაათავისუფლებენ.