BBC-ის ინფორმაციით, საბერძნეთისა და მაკედონიას საზღვარზე 8 500 მიგრანტი უმძიმეს პირობებში იმყოფება, ხოლო ბანაკს, რომელიც საზღვარზე მდებარეობს დახმარების გაწევა 1 500 ლტოლვილისთვის შეუძლია.
მაუწყებლის ცნობით, ბანაკში ადგილის არ არსებობის გამო მიგრანტების ნაწილი ღამეს ავტობუსებში, ბენზინ გასამართ სადგურებზე ან ღია ცის ქვეშ ათევს, რაც მათ ჯანმრთელობას, უამინდობის გამო, საფრთხეს უქმნის.
გავრცელებული ინფორმაციით, მაკედონიამ ორშაბათს საზღვარზე რკინის კარიბჭე დახურა, რის გამოც მიგრანტებში იმედგაცრუებამ იჩინა თავი და საზღვარზე შეჭრა სცადეს.
როგორც ცნობილია, საბერძნეთმა მიგრანტებისთვის ოთხი ბანაკი გახსნა, მაგრამ ყველა უკვე შევსებულია. თითოეულ ბანაკში 2 000 ლტოლვილი იმყოფება.