საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობა მუშაობს 4-სეზონიანი კურორტების განვითარების მიმართულებით, იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, როგორც მთის კურორტებზე, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით, მუშავდება ახალი ტურისტული პროდუქტები.
"მთავრობის სხდომაზე მივიღეთ დადგენილება, რომ განვავითაროთ და კომპლექსურად შევისწავლოთ ბახმაროს კურორტის არსებული ინფრასტრუქტურა, შესაძლებლობები და დავდოთ განვითარების გეგმა, მაგრამ ბახმარო არ იქნება ერთადერთი მიმართულება, რომელზეც მთავრობა უახლოეს მომავალში იმუშავებს.
არსებობს უამრავი საინტერესო მიმართულება მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს იქნება კურორტი ლებარდე, აბასთუმანი და სხვადასხვა ახალი მიმართულებები, რომელზეც ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ," _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.