THE GUARDIAN-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალმა, "ლანცეტმა" გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც, 2050 წლისთვის კლიმატური ცვლილებების გამო მსოფლიოს 155 რეგიონში მოსალოდნელია ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპოს.
კვლევის მიხედვით, გლობალურმა დათბობამ, შესაძლოა, ხილისა და ბოსტნეულის ნაკლებობა გამოიწვიოს, რაც თავისთავად მოახდენს გავლენას იმ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომლებსაც სხვადასხვა დაავადების გამო დიეტა აქვთ დანიშნული.
მაუწყებლის ინფორმაციით, ექიმები კლიმატის ცვლილებას უკვე აფასებენ როგორც 21-ე საუკუნეში ჯანმრთელობისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს, რადგან გვალვა, წყალდიდობა და ინფექციური დაავადებების გაზრდილი რიცხვი მიღწეულ პროგრესს 50 წლით უკან ხევს.
კვლევის ავტორების თქმით, კლიმატის ცვლილება საკვებზე წვდომის ცვლილებას იწვევს, რის შედეგადაც 2050 წლისთვის 529 000 ადამიანი მოსალოდნელია, რომ დაიღუპოს, მაგრამ ატმოსფეროს დაბინძურების გამო შესაძლოა დამატებით 154 000 ადამიანის დაღუპვა.
კვლევის მიხედვით, 2050 წლისთვის ადამიანებს ხილსა და ბოსტნეულზე წვდომა 4%-ით, ხოლო ხორცზე 0,7%-ით, ხოლო ვიტამინებზე 3%-ით შეეზღუდებათ.
როგორც ცნობილია, ვიტამინების ნაკლებობას საკვების დეფიციტი გამოიწვევს, რაც განსაკუთრებით ინდოეთსა და ჩინეთში გამოვლინდება, თუმცა ცენტრალური ამერიკისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საკვების დეფიციტი ჭარბი წონის გამო გამოწვეულ სიკვდილიანობის რიცხვს შეამცირებს, რაც სხვა ფაქტორებს ბევრად აჭარბებს.
ლიდსის უნივერსიტეტის პროფესორის, ენდი ჩელინორის თქმით, ჩატარებული კვლევა მამაცი მცდელობაა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საკვები პროდუქტის რაოდენობის დასადგენად.
"ძნელია ზუსტად იმისა განსაზღვრა თუ რა შედეგი იქნება, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, სოფლის მეურნეობა დიდ ზეწოლას განიცდის,"_თქვა ჩელინორმა.
მისივე თქმით, კლიმატის ცვლილებამ უკვე აჩვენა შედეგი 2010 წელს.
"2010 წელს კლიმატის გამო რუსეთში ხორბლის მოსავლის მარცხმა დიდი ბრიტანეთის საკვების ფასებზე გავლენა მოახდინა. კლიმატის ცვლილების შედეგად სოფლის მეურნეობის პროდუქტების დეფიციტი მთელ მსოფლიოში გამოიწვევს პროდუქტზე ფასების გაზრდას,"_აცხადებს ჩალინორი.