ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევარებმა კიბოს "აქილევსის ქუსლი" აღმოაჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ დე-ენ-ემის ანალიზით მკურნალობის სპეციფიკის განსაზღვრა შესაძლებელია.
გავრცელებული ინფორმაციით, მკურნალობის მეთოდი ინდივიდუალურია, შესაბამისად ძვირი დაჯდება და პაციენტებზე გამოცდილი ჯერ არ არის.
მათი თქმით, კიბო გენეტიკურ ქაოსს იწვევს, რისი შესწავლაც პრობლემის გადაჭრის გზაა.
მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ამ აღმოჩენამ შესაძლოა მკურნალობის ახალი ხერხემალი ჩამოაყალიბოს.
ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორის, სტეფან სიმეონიდეს თქმით, საერთაშორისო კვლევამ შეიმუშავა გზა გამოავლინოს მუტაციები ანტიგენების შესასწავლად, რაც არ არის უბრალოდ ანტიგენები, არამედ კიბოს უჯრედებია.
როგორც ცნობილია, მეცნიერები კიბოს დამარცხების ორ მეთოდზე მუშაობენ. ერთ-ერთი ვაქცინის შექმნაა, რომელიც იმუნურ სისტემას კიბოსთან ბრძოლაში დაეხმარება, ხოლო მეორე ითვალისწინებს ორგანიზმში იმ იმუნური სხეულების პოვნას, რომელიც დაავადებას უკვე ებრძვის, რის შემდეგაც იმუნურ უჯრედებს გაამრავლებენ ლაბორატორიაში და ორგანიზმში დააბრუნებენ.