დღეს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ფარცხმის თემის მოსახლეობამ აქცია გამართა. აქციის მონაწილეთა მოთხოვნა სოფელის გაზიფიცირების დასრულება იყო. აქციას მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა, ფარცხმის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ ჩხიკვაძე და სოფლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მუნიციპალიტეტის გამგებელმა აქციის მონაწილეებს ის პროექტები შეახსენა, რაც 2012 წლის შემდეგ ფარცხმის თემში გახორციელდა.