"დედის დღე მესმის, მამის დღეც რომ გვქონდეს ძალიან კარგი იქნებოდა, ასე მგონია, ბევრ ქვეყანაში აქვთ, სასიამოვნოა. კიდევ ბევრი დღე მესმის, 8 მარტი არ მესმის და მომკალით" _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი.
მინისტრი მიიჩნევს, რომ "დღესასწაული უნდა მიულოცო, ადამიანებს მოეფერო, განსაკუთრებით მოექცე, დააფასო. რაღაც ასეთი"
_ თუმცა, ალბათ ყველას ჩვენებურად გვესმის ის რის გამოც 8 მარტი საჭირო გახდა. ხოდა შევეცდები მოგილოცოთ ქალებო.
პირველ რიგში ქალებო! ძალიან მაგარი სიტყვაა, საქართველოში რატომღაც ეუხერხულებათ _ ქალბატონებს, მანდილოსნებს ამბობენ. ქალი თითქოს ცუდი სიტყვა იყოს. არ ვიცი თუ შეგიმჩნევიათ. დააკვირდით, მე ხშირად მიგრძვნია. შენიშვნაც კი მიმიცია.
ყველაზე მთავარი კი ალბათ მაინც ის არის, რომ ჩვენ რომ ოთახს დავტოვებთ დარჩენილებმა ამრეზით, ან დანანებით, ან სისუსტის აღმნიშვნელი მიმიკით არ გამოგვაყოლონ მზერა. შენი თანდასწრებით თანასწორს საქმეში, შენს არ ყოფნაშიც თანასწორად განგიხილავდნენ; შენი თანდასწრებით პარტნიორს საქმეში, შენს არ ყოფნაშიც გეპარტნიორებოდნენ; შენი თანდასწრებით _ ადვილად მისაღწევი ჩანს უკვე. ეს ბრძოლა მეტნაკლებად მოგებულია.
შენს არ ყოფნაში _ მიმიკის და მზერის ბრძოლაში გამარჯვებას ვუსურვებ საკუთარ თავსაც და გისურვებთ ქალებო, _ წერს ხიდაშელი.