საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე, გოგი თოფაძის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებას, რომლის თანახმადაც თურქეთიდან, რომელსაც "ჩვენი ტერიოტირიები აქვს დაკავებული ნაგავი შემოდის" არაკორექტულს უწოდებს და ბოდიშს იხდის.
„ეს არის არაკორექტული განცხადება ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მისამართით.
მინდა, აღვუთქვა ჩვენს თურქ პარტნიორებსა და კოლეგებს, რომ ამ აზრს არ იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობა და და საქართველოს მთავრობა“, _ აღნიშნა კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ როგორც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე გოგი თოფაძემ აღნიშნა, თურქეთს ჩვენი ტერიტორიები აქვს დაკავებული და იქედან "ნაგავი შემოდის":
_ "იმას, რომ "გაზპრომიდან" მივიღოთ დამატებითი აირი, სულ სხვა პოლიტიკური ელფერი მიეცა. ხვალ შეიძლება ირანიდან შემოვიდეს გაზი ან თურქმენეთიდან.
ამაზე ააგეს საუბარი, რომ თურმე როგორ შეიძლება რუსეთმა ჩვენი ტერიტორიები დაიკავა და "გაზპრომთან" საუბარი არ შეიძლება, მწვანილის, ღვინის გატანა შეიძლება და თუ ასე ვუდგებით, მაშინ თურქეთიდან რომ ამდენი ნაგავი შემოაქვთ, იქ არ არის ჩვენი ტერიტორიები დაკავებული?“_ განაცხადა თოფაძემ სხდომაზე.