ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ანასეულში ამ წუთებში ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი რამდენიმე ჰექტარ ფართობზეა მოდებული და გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მის ჩაქრობას ცდილობს:
__ ადგილზე იმყოფება გურიის გუბერნატორი, მერის მოადგილე, სამსახურის უფროსები. დაახლოებით ხუთ ჰექტარ ფართობს უკიდია ცეცხლი. ამ წუთებში დასახმარებლად მოვიდნენ ბათუმისა და ქობულეთის სამაშველო სამსახურები,, _ აღნიშნა ჩვენთანსაუბრისას გურიის გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსმა ნინო ლომჯარიამ.