ცოტა ხნის წინ მავანმა ჩინელმა ინტერნეტ-მომხმარებელმა განათავსა ფოტო, რომელზეც ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი თავის გარეშე იყო.
ფოტოს ახლდა ტექსტი, რომლის მიხედვითაც, შვეიცარიელი ვარსკვლავი მალე მოკვდებოდა.
პოლიციამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო, ხოლო ჩინეთში იმჟამად მყოფ ფედერერს დაცვა გაუძლიერეს.
ჩოგბურთის ვარსკვლავი, პოლიციისგან განსხვავებით, მშვიდად შეხვდა მუქარას და, როგორც ჩანს, მართალიც აღმოჩნდა.
ინტერნეტ-მომხმარებელმა რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ ახალი ტექსტი განათავსა ინტერნეტში, რომელშიც წერდა, რომ ფედერერის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და, შეუძლია, მშვიდად იყოს, რადგან, ეს იყო ჩვეულებრივი ხუმრობა.