https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

    ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა

    დონალდ ტრამპი: “ევროპა ცუდი მიმართულებით მიდის”

    ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში – დაღუპულია, სულ მცირე, 30 ადამიანი

    დონალდ ტრამპი – იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს სამშვიდობო წინადადება

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

    ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა

    დონალდ ტრამპი: “ევროპა ცუდი მიმართულებით მიდის”

    ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში – დაღუპულია, სულ მცირე, 30 ადამიანი

    დონალდ ტრამპი – იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს სამშვიდობო წინადადება

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები

15:03; 11.03.2016
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. 

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მიმოხილულია, როგორც კანდიდატების შერჩევის პროცესი, ასევე, წარსადგენი კანდიდატების საქმიანობაც: 

"2016 წლის 29 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები დასრულდა. სამთავრობო კომისიამ გასაუბრების შედეგად ქულათა ჯამით 12-დან ხუთი კანდიდატი შეარჩია. სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლის კანდიდატურებთან გასაუბრებას სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისია ატარებდა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თავმჯდომარეობდა. შევეცდებით მოკლედ აღვწეროთ კანდიდატების არჩევის პროცესი.

კომისია

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის №623 დადგენილებით დამტკიცებული იქნა „2016 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის წესი. დადგენილების შესაბამისად შეიქმნა სამთავრობო კომისია. კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ:

  • კომისიის თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი;

  • საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილეხათუნა თოთლაძე;

  • საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე;

  • საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე;

  • საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია;

  • საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე;

  • საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მზია თოდუა;

  • საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი;  

  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი ზაზა ხატიაშვილი;

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული;

  • კოალიციის − "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის"− წარმომადგენელიანა ნაცვლიშვილი.

აღნიშნული დადგენილების თანახმად, კომისიის წევრი კანდიდატს აფასებდა დამოუკიდებლად და ანიჭებდა მას ერთიან ქულას. კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე მოხდა თითოეულ კანდიდატთან მიმართებით საშუალო ჯამური ქულის გამოყვანა.

კანდიდატების შერჩევა

სამთავრობო კომისიამ გასაუბრების შედეგად ქულათა ჯამით 12-დან ხუთი კანდიდატი (ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე, გიორგი ბადაშვილი, ანა დოლიძე და ევა გოცირიძე) შეარჩია. საუკეთესო შედეგების მქონე ხუთეულში ვერ მოხვდნენ: საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კონსტანტინე კორკელია, საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ირაკლი ადეიშვილი, სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი მაკა სტივენსონი, არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" იურისტი ნიკოლოზ ლეგაშვილი, და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საერთაშორისო ურთიერთობებისა და თავდაცვის სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ლუიზა ხითარიშვილი. მთავრობის დადგენილების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, შერჩევის ყველა ეტაპზე მონაწილე კანდიდატების ვინაობა, მათ მიერ კომისიისთვის წარდგენილი დოკუმენტები, ტესტირების შედეგები, გასაუბრების შეფასებები, ასევე კომისიის გადაწყვეტილებები და ოქმები საჯაროა და ისინი უნდა გამოქვეყნდეს. მიუხედავად ამისა, ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა აღნიშნული დოკუმენტები, იუსტიციის სამინისტრომ მხოლოდ გიორგი პაპუაშვილის მიერ მიღებული ქულები გაასაჯაროვა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საინტერესოა მიმოხილულ იქნეს კანდიდატების ბიოგრაფია. მითუმეტეს, რომ კომისიის გადაწყვეტილებით, საუკეთესო 5 კანდიდატს შორის ვერ მოხვდა წლების მანძილზე ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე ზოგიერთი ღირსეული კანდიდატი.

ევა გოცირიძე

ევა გოცირიძე 2013 წლიდან დღემდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. სამოქალაქო საზოგადოების ღია პროტესტის მიუხედავად მან 2015 წლის 25 დეკემბერს მხარი დაუჭირა ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში არჩევას. მისი თქმით, მთავარი არგუმენტი მურუსიძის სასარგებლოდ მოსამართლეთა კორპუსის მხარდაჭერა იყო. სააპელაციო სასამართლოში არჩევამდე ლევან მურუსიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო და მონაწილეობდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობისა და კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის გახმაურებული საქმეების განხილვაში. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე, საქართველოს სახელმწიფოს მიერ ევროპული კონვენციის დარღვევა დაადგინა. რაც შეეხება მოლაშვილის საქმეს, 2014 წლის 11 მარტს მოსარჩელე და საქართველოს მთავრობა ევროპულ სასამართლოში მეგობრულად მორიგდნენ. საქართველოს მთავრობას სულხან მოლაშვილის სასარგებლოდ 20 000 ევროს გადახდა დაეკისრა, ამასთან მთავრობამ აღიარა კონვენციის მუხლების დარღვევა მოსარჩელესთან მიმართებით, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაც.

ევა გოცირიძე ასევე მწვავე განცხადებებს აკეთებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებულ მოვლენებზე. იგი საბჭოს სხვა არამოსამართლე წევრებთან ერთადმიუთითებდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და კონკრეტულ მოსამართლეზე გამოთქმული შეფასებები, მათ შორის არასამთავრობო სექტორის მხრიდან, განუზომლად დიდ ზიანს აყენებდა არა მარტო სასამართლოს დამოუკიდებლობას, არამედ დემოკრატიის სხვა ძირითად პრინციპებსა და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების მდგრადობას. მისი აზრით, მართლმსაჯულების დასაცავად შეიძლება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და სასამართლოშიც და მედიაშიც თავისუფლება ვულგარულად ესმით. აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო სექტორის მხრიდან,  გამოხატვის თავისუფლებაზე მისი განცხადებები, რუსთავი 2-ის საქმის კონტექსტში, კრიტიკულად იქნა შეფასებული. ხოლო რიგ შემთხვევაში, ამ თემასთან დაკავშირებით, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე არასწორ მითითებას. ევა გოცირიძეს 2006 წელს მოპოვებული აქვს საერთაშორისო სამართლის დოქტორის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ალექსანდრე ბარამიძე

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ალექსანდრე ბარამიძე იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებს. აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლის შესარჩევ სამთავრობო კომისიას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თავმჯდომარეობდა. მინისტრის მოადგილის პოსტის დაკავებამდე 2011-2012 წლებში სანდრო ბარამიძე იურიდიულ მომსახურებას უწევდა, პოლიტიკურ კოალიცია "ქართულ ოცნებას". 2004-2011 წლებში იგი მუშაობდა ადვოკატად კს "ანდრონიკაშვილი და პარტნიორებ"-ში. სანდრო ბარამიძემ 2002 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მანამდე მას 1983 წელს დამთავრებული აქვს ამავე უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.

ანა დოლიძე

ანი დოლიძე 2015 წლის მაისში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ამასთან, ევროსასამართლოს კონკურსში მონაწილეობის პარალელურად, იგი 2016 წლის 25 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის მიერ  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად იქნა წარდგენილი. მიუხედავად ამისა, მან მონაწილეობა მიიღო 2016 წლის 29 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა გასაუბრებაში და საუკეთესო 5 კანდიდატს შორის მოხვდა. ანა დოლიძე 2004-2006 წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA) თავმჯდომარედ იყო. მას მოპოვებული აქვს სამართლის დოქტორის ხარისხი კორნელის იურიდიულ სკოლაში. ანა დოლიძე 2007 წლიდან თანამშრომლობდა სხვადსხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. “ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებით, კითხვის ნიშნებს იწვევს მისი თანამშრომლობა ორგანიზაცია ”რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივასთან” რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, საქართველოს სახელმწიფოს უჩიოდა და ამტკიცებდა, რომ ცხინვალის დაბომბვის დროს, საქართველო განზრახ მოკლა რუსეთის მოქალაქეები. ანა დოლიძისგანმარტებით, იგი ნამდვილად თანამშრომლობა აღნიშნულ ორგანიზაციასთან, თუმცა დასახელებულ საქმეებზე მას არ უმუშავია.

ნანა მჭედლიძე

ნანა მჭედლიძეს მოპოვებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის და University of Warwick-ის ადამიანის უფლებათა სამართლის მაგისტრის ხარისხი. 2007-2008 წლებში მან ასევე მიიღო უტრეხტის უნივერსიტეტის, საერთაშორისო საჯარო სამართლის და ევროპის სამართლის მაგისტრის ხარისხი.

ნანა მჭედლიძე 1995-2000 წლებში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობდა, შემდგომ 2001-2007 წლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსი იყო. 2008-2009 წლებში იგი UNDP Georgia-ს, სამართლის ექსპერტი გახდა, ხოლო 2009-20012 წლებში. UNDP Georgia, სამართლის სპეციალისტი. 2012 წლიდან დღემდე ნანა მჭედლიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მკვლევარია ასევე მუშაობს საქართველოში აშშ-ს საელჩოში საქართველოში – სამართლის დეპარტამენტში.   

გიორგი ბადაშვილი

გიორგი ბადაშვილის ბიოგრაფიის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტ სივრცეში არ მოიპოვება. კონკურსში მონაწილე პირების ბიოგრაფია კომისიის მიერ ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა. როგორც იუსტიციის სამინისტროს ცხელი ხაზიდან მივიღეთ ინფორმაცია, გიორგი ბადაშვილი 8 წელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში იურისტის პოზიციაზე მუშაობს. აღსანიშნავია, რომ სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი 2000-2010 წლებში ასევე მუშაობდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იურისტად", _ აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

კობახიძე: საქართველოსგან ითხოვდნენ სანქციების დაწესებას და ამ დროს თვითონ ჰქონდათ გამალებული ვაჭრობა რუსეთთან

16:20; 9 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

კახა კალაძე: 30-მა ადამიანმა ჩრდილი არ უნდა მიაყენოს სხვის უფლებებს

14:52; 9 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველო, წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს

14:36; 9 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი – მშვიდობიანი პროტესტის გამართვა ისე უნდა შეძლო, რომ სხვას დისკომფორტი არ შეუქმნა!

12:50; 9 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

დგინდება შსს-ს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება, თუ მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება

20:44; 8 დეკემბერი, 2025

როგორ იწვის ნაძვის ხეები

"წუთით წარმოიდგინონ, რომ მეზობლებში სძინავთ"

ყველა სიახლე

საზოგადოება

ჩოხატაურში 800 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლის პროექტირება იწყება

20:58; 9.12.2025
ფინანსები

განათლების შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი

19:15; 9.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

19:07; 9.12.2025
ფინანსები

მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი extra.ge-ზე საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილით პირველად გადახდისას

18:40; 9.12.2025
საზოგადოება

“ქვეყანა ქათმის გრიპის აფეთქების ზღვარზეა”- რას წერს “რადიო თავისუფლება”

17:28; 9.12.2025
საზოგადოება

ბახმაროს განაშენიანების გეგმა იცვლება – ახალი განკარგულება

16:50; 9.12.2025
ფინანსები

თიბისი Banking Tech Awards 2025-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია

16:49; 9.12.2025
საზოგადოება

ქუთაისში საწარმო იწვის

16:36; 9.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: საქართველოსგან ითხოვდნენ სანქციების დაწესებას და ამ დროს თვითონ ჰქონდათ გამალებული ვაჭრობა რუსეთთან

16:20; 9.12.2025
საზოგადოება

RSF: საქართველოში მთავრობის დაუნდობელმა ავტორიტარულმა ტაქტიკამ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაპატიმრება გამოიწვია

15:56; 9.12.2025
სამართალი

ბალდის კანიონის მოძრაობის წევრი ინდიკო ბჟალავა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

15:47; 9.12.2025
მთავარი

საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

15:38; 9.12.2025
მსოფლიო

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

15:17; 9.12.2025
პოლიტიკა

კახა კალაძე: 30-მა ადამიანმა ჩრდილი არ უნდა მიაყენოს სხვის უფლებებს

14:52; 9.12.2025
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველო, წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს

14:36; 9.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

14:20; 7.12.2025
0

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო