თსუ-ს პროფესორების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო მოთხოვნით _ არ გადადგეს რექტორი ლადო პაპავა.
როგორც "გურია ნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, პროფესორები ლადო პაპავას კაბინეტთან იმყოფებიან.
თსუ-ის პროფესორები გიული ქეშელაშვილი, იზოლდა ჭილაძე დამანანა სხიერელი აცხადებენ, რომ სტუდენტების ის ნაწილი, რომლებიც პაპავას გადადგომას ითხოვს, გარე ძალებისგან არიან მართულები.
პარალელურად, შიმშილობა აქვთ დაწყებული თსუ-ს თვითმმართველობის წევრებს, რომლებიც პაპავას გადადგომას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის წევრები ამ წუთებში ლადო პაპავას თავის კაბინეტში ხვდებიან.