საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ფრაქცია "რესპუბლიკელების" თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი ბოლო დღეებში, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო კადრების ინტერნეტით გავრცელებaს ეხმაურება და ამბობს, რომ "პასუხისმგებლობა ხელისუფლების მხრებზეა":
„მე არც უუნარო, უსუსური ხელისუფლების წევრობის სურვილი მაქვს და არც დანაშაულთან თანამონაწილე ხელისუფლების.
ამიტომ დიდი იმედი მაქვს, დღეს დაწყებული პროცესი მივა ლოგიკურ დასასრულამდე, ვისთანაც არ უნდა მიდიოდეს შეკვეთა.
საზოგადოება აღშფოთებულია და პასუხისმგებლობა არის ხელისუფლების მხრებზე. მიუხედავად სირთულეებისა, ძალიან მალე უნდა გაიხსნას ეს დანაშაული“, _ აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, "ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ ვერავის დავარწმუნებთ, რომ ხელისუფლება არ არის უუნარო ან თანამონაწილე თუ საქმე სასწრაფოდ არ იქნება გამოძიებული".