თსუ-ს რექტორის ლადო პაპავასა და თვითმმართველობის წევრების შეხვედრა, რომელიც რექტორის კაბინეტში მიმდინარეობდა, უშედეგოდ დასრულდა.
როგორც "გურია ნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომლებმაც რექტორის კაბინეტი დაიკავეს, კვლავ ადგილზე რჩებიან და პროფესორების ნაწილს ხვდებიან.
შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერი სტუდენტები რექტორის გადადგომას ითხოვენ. ამ მოთხოვნით, მათ ნაწილს შიმშილობა აქვს დაწყებული. ასევე შიმშილობს პროფესორების ნაწილი – მათი მოთხოვნა კი, პირიქით, ლადო პაპავას თანამდებობაზე დარჩენაა.