თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები საინიციატივო ჯგუფის შექმნას აპირებენ. ამის შესახებ პროფესორების ნაწილმა თვითმმართვეობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ხვალ შეიკრიბება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და შევქმნით საინიციატივო ჯგუფს. უნივერსიტეტი არ არის მარტო სტუდენტების. ხვალ, 12:00 საათზე ქიმიის აუდიტორიაში შევიკრიბებით და შევეცდებით სიტუაციის განმუხტვას", _ აღნიშნა პროფესორმა დიანა ცინცაძემ.
"გადავწყვიტეთ, გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უნივერსიტეტის ერთიანობას, რომელიც სტუდენტების და პროფესორების ერთიანობაა. სასწავლო პროცესი უნდა აღდგეს", _ განაცხადა თსუ-ს პროფესორმა აკაკი ყუინჯარიშვილმა.
ცნობისთვის, პროფესორების ნაწილი მოლაპარაკებებს როგორც თსუ-ს ტექტორთან, ასევე თვითმმართველობის წარმომადგენლებთან აწარმოებენ.