ამ წუთებში კამპანია "ეს შენ გეხებას" მონაწილეები ფილარმონიიდან მთავრობის კანცელარიისკენ მიემართებიან. აქციას ასობით ადამიანი ესწრება. აქციაში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ინფორმაციისთვის, "ეს შენ გეხება"-მ კამპანია განაახლა ფარული თვალთვალის წინააღმდეგ. 2012 წელს ამ მოძრაობის წყალობით შეიქმნა გარემო, რომელმაც საზოგადოებას თავისუფალი და ობიექტური არჩევანის გაკეთების საშუალება მისცა. 2014 წელს კამპანია ისევ განახლდა და მისი წევრები ამტკიცებდნენ, რომ გრძელდებოდა უკანონო თვალთვალი, ისევ გვისმენდნენ, ისევ ავრცელებდნენ ძველ თუ ახალ კადრებს, არ გვიტოვებდნენ პირად სივრცეს… კამპანიამ მიაღწია ცვლილებას კანონმდებლობაში, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა!
დღეს, ჩვენ ისევ უნდა გავერთიანდეთ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და პიროვნული თავისუფლების დასაცავად.