ამ წუთებში ქალაქ ოზურგეთში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში თოვს. ოზურგეთელების თქმით, თუ ასეთი ამინდები გაგრძელდება, არ არის გამორიცხული, რომ ხილის და თხილის ნაკლები მოსავალი მიიღონ ადგილობრივმა ფერმერებმა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 20 მარტს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +6, +11 გრადუსი იქნება. 21 მარტს მცირე ნალექი მხოლოდ ცალკეულ რაიონშია მოსალოდნელი.
სააგენტოში აცხადებენ, რომ 22 მარტიდან საქართველოში გამოიდარებს.