გასულ კვირას გურიაში ქალთა კვირეული რამდენიმე ღონისძიებით აღნიშნეს.
ქალაქ ოზურგეთში გურიის ნარდის ფედერაციის ოფისში გაიმართა რეგიონული ტურნირი მოკლე ნარდში, რომელშიც ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებიდან 32 ქალბატონი მონაწილეობდა;
12 მარტს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხეში პენსიონერ ქალბატონებს შეხვედრა თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა ქეთევან სიხარულიძემ მოუწყო;
საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრების, გურული ქალბატონების შესახებ ისაუბრეს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში და სკოლის მოსწავლეებს ქართველი ქალების პოლიტიკური აქტიურობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
გადაცემის სტუმარი _ ჩოხატაურის სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსი, საკრებულოს დეპუტატი მანანა მინდაძე.