გრამიტო მამინაშვილი, ოზურგეთი:
_ აუცილებლად უნდა ჩაიწეროს.
ნინო თავბერიძე, ოზურგეთი:
_ აბა, არ უნდა ჩაიწეროს?! უნდა ჩაიწეროს.
ვასილ ცეცხლაძე, ოზურგეთი:
_ და მე რატომ მეკითხებით ამას? მე რა დავაშავე? რომ არ ჩაიწეროს, ისე ცოლ-ქმარი ვერ გახდებიან? თუ ერი ამის აუცილებლობას ხედავს, უნდა ჩაიწეროს!
ვალენტინა ჯაფარიძე, ოზურგეთი:
_ მართალი გითხრათ, ადრეც იყო ეს ასე დამტკიცებული და ახლა ახალი არაფერია.
ირინა კოსტავა, ოზურგეთი:
_ კი, ნამდვილად უნდა ჩაიწეროს, ასე დააწესა უფალმა.
დალი ბაჯელიძე, ოზურგეთი:
_ აბა, არ უნდა ჩაიწეროს?! ერთიანი უნდა იყოს ქალიც და მამაკაციც.
ლადო აფხაზავა, ლანჩხუთი:
_ ვფიქრობ, ეს ყველაფერი პოპულიზმია, ვიდრე საჭიროება.
რატი ურუმაშვილი, ლანჩხუთი:
_ არ არის ამის აუცილებლობა.
თორნიკე სულაბერიძე, ლანჩხუთი:
_ არ ვეთანხები! რა გამოდის _ თუ კაცს ან ქალს ჰყავს შვილი და არ ჰყავს მეუღლე, ეს ოჯახი არაა?!
მარიამ იმნაძე, ლანჩხუთი:
_ როგორც უფროსებისგან გამიგია, ალბათ, კი.
საბა დოლიძე, ლანჩხუთი:
_ არ მიფიქრია ამ თემაზე, თუმცა, ვფიქრობ, დღესდღეობით არ არის ამის საჭიროება.
ირაკლი კუკულაძე, ლანჩხუთი:
_ ქალისა და მამაკაცის ერთობის გარდა ოჯახი ბებია, ბაბუა, და-ძმა და კიდევ ბევრი ვინმეა.
ნათია ბუცხრიკიძე, ლანჩხუთი:
_ ჩემი აზრით, კი.
ლევან ჩიჩაძე, ჩოხატაური:
_ აუცილებლად.
ირინა რამიშვილი, ჩოხატაური:
_ ეს ჩვენი საზოგადოების.მოთხოვნაა.
იზოლდა ვასაძე, ჩოხატაური:
_ ქალიც და კაციც მე ვარ ოჯახში.
ნინო სიხარულიძე, ჩოხატაური:
_ კი როგორ არა.
ნაილი ბოცვაძე, ჩოხატაური:
_ უნდა ჩაიწეროს, აუცილებლად.