დღეს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის თანამშრომლებმა ჭრელი წინდების ფონზე სიმბოლური აქცია მოაწყვეს.
ცენტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დავით წულაძის თქმით, ცენტრის მხრიდან ერთ–ერთი პირველი წინ გადადგმული ნაბიჯია საზოგადოებაში სრული ინტეგრაციისთვის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ხელშეწყობა, სასწავლო–სააღმზრდელო პროცესში ჩართვა,,მათზე ზრუნვა, თანადგომა და მათი უფლებების სრულად დაცვა.