თურქეთში სტამბულის ტაქსიმის რაიონში მომხდარი ტერაქტის გამოძიება გრძელდება, რომლის დროსაც ტერორისტმა თავი აიფეთქა და ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
გამოძიების დროს თურქულმა სპეცსამსახურებმა ტერორისტთა ახლა ჯგუფს მიაგნეს, რომლის წევრებიც ისლამური ხალიფატის ერთერთი დაჯგუფების წევრები არიან. პოლიცია უკვე მუშაობს ამ საკითხზე და გარკვეული სამხილები მოიპოვა კიდეც.
თურქული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ერთ-ერთ ბინაში, სადაც ტერაქტის ორგანიზატორები მოსამზადებელ სამუშაოებს გეგმავდნენ და ახორციელებდნენ, სხვა მტკიცებულებებთან ერთად საქართველოს მოქალაქის პასპორტიც იპოვეს.
ინტერნეტგამოცემა www.cagdasses.com -ის ინფორმაციით, ქართული პასპორტი ვინმე ევგენი სლობოდიანუკის სახელზეა გაცემული.
თუმცა, მედიასაშუალებები აცხადებენ, რომ პასპორტი ყალბია. ამ საკითხთან დაკავშირებული გამოძიება კი გრძელდება.