სოფელ ციხისძირში შეკვეთილის დენდროლოგიური პარკში გადასარგავად ტიტას ხის გადატანის სამუშაოები განახლდა.
ამ დროისათვის ხე ტრანსპორტის ძარაზეა გადატანილი და ზღვის სანაპიროზე გადააქვთ, საიდანაც ბარჟით შეკვეთილის სანაპიროებთან გადაიტანენ. ბარჟა ციხისძირის მისადგომებთან ჯერჯერობით არ ჩანს, მაგრამ თუკი ამინდი არ შეიცვლება და შტორმი არ იქნება, ტიტას ხეს ბარჟაზე დღესვე მოათავსებენ. შემდეგ კი რამდენიმე საათი დაჭირდება ზღვით შეკვეთილამდე გადატანას.