დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ქალაქ ოზურგეთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრიდან დაწყებულ მსვლელობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია თანამშრომლებთან ერთად შეუერთდნენ.
აქცია მიზნად ისახავდა დაუნის სინდრომის მქონეებისთვის სოლიდარობის გამოცხადებას.
მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა დაუნის სინდრომის მქონე ბენეფიციარები ტკბილეულით დაასაჩუქრეს.
ამ დღის აღნიშვნას ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია საინფორმაციო კამპანიით "მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან" შეუერთდა და გურიის მხარის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მუზეუმ-ნაკრძალში სპეციალური ღონისძიება გამართა .
აქცია- კონცერტს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი, ალეკო ბურჭულაძე და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, გელა კობალაძე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდნენ, რომლებმაც დაუნის სინდრომის მქონე პირებს ეს დღე მიულოცეს და კამპანიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
საზეიმო ვითარებაში გაიჭრა ტორტი და 8 პირს საჩუქრად გადაეცა 200 ლარი და მობილური ტელეფონები.