ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტი ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საბრძოლველად მიემგზავრება. აღნიშნულ ინფორმაციას INDIA TIMES ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების 26-ე საზღვაო ფლოტი 2 200 ჯარისკაცისგან შედგება, თუმცა ამ დროისთვის უცნობია, მისიის შესასრულებლად რამდენი სამხედრო გაემგზავრება.
როგორც ცნობილია, ამ დროისთვის ერაყში ამერიკის შეერთებული შტატების 3 600 სამხედრო "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ იბრძვის.