სოციალურ ქსელ "ტვიტერის" შექმნიდან 10 წელი გავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, 10 წელი გავიდა რაც "ტვიტერის" დამაარსებელმა ჯეკ დორსიმ თქვა, რომ "უბრალოდ ჩემი ტვიტერი შევქმენი."
როგორც ცნობილია, მიკრო-ბლოგი მილიონობით ადამიანის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.
მაუწყებლის ცნობით, "ტვიტერში" ერთ დღეში 500 მილიონი, ხოლო ერთ წელში 200 მილიარდი პოსტი კეთდება.