ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი ბრიუსელში მომხდარი აფეთქებების გამო შეძრწუნებულია. აღნიშნულ ინფორმაციას THE GUARDIAN ავრცელებს.
"შეძრწუნებული ვარ ზავენტემის აეროპორტსა და ევროპის რაიონში ბრიუსელში მომხდარი აფეთქებებით, რომლის შედეგადაც რამდენიმე უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, ხოლო მრავალი დაშავდა,"_აცხადებს ტუსკი.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ბელგიის მთავრობას და მოქალაქეებს გამოჩენილი სიკეთისთვის და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა ახლა უნდა შეასრულოს თავის როლი ტერორიზმთან ბრძოლაში.
"ევროპული ინსტიტუტები ბრიუსელში მადლობას უხდის ბელგიის მთავრობას და მოქალაქეებს გამოჩენილი სიკეთისთვის. ევროკავშირმა ახლა უნდა შეასრულოს თავისი როლი კერძოდ, დაეხმაროს ბრიუსელს, ბელგიას და მთლიანად ევროპას ტერორიზმთან ბრძოლაში, რაც ყველა ჩვენგანს საფრთხეს უქმნის,"_განაცხადა მან.
ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ბრიუსელში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულებისა და დაშავებულების ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა.
"თანაგრძნობას ვუცხადებ მსხვერპლთა და დაშავაბულთა ახლობლებს,"_ განაცხადა ტუსკმა.