საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელის ტერაქტის გამო სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა და ბელგიის მთავრობას თანადგომა გამოუცხადა.
"შემძრა ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარმა აფეთქებებმა – ტერორისტულ აქტებს ისევ შეეწირნენ უდანაშაულო ადამიანები. სიცოცხლის მოსპობის გარდა, ეს არის თავისუფალი საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ფსიქოლოგიური ტერორის მცდელობა, ეს არის უსასტიკესი დანაშაული, რომელსაც მთელი მსოფლიო უნდა აღუდგეს წინ და საკადრისი პასუხი გასცეს. ამ ბრძოლაში საქართველო მსოფლიოს გვერდშია. ვუსამძიმრებ ბელგიის მთავრობას და ხალხს და ამ მძიმე წუთებში სიმტკიცესა და გამძლეობას ვუსურვებ."-ნათქვამია განცხადებაში.