ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად მიხანაშვილი და სამედიცინი დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამთა დემურიშვილი ქსნის N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ.
დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა დაწესებულების სამედიცინო განყოფილება დაათვალიერეს და სამედიცინო პერსონალსაც შეხვდნენ . შეხვედრაზე სამსახურებრივი მოვალეობის მაღალ დონეზე შესრულებისთვის ორ ექიმს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისგან კახა კახიშვილისგან მადლობის სიგელი გადაეცა.
პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზვიად მიხანაშვილმა დაწესებულების სამედიცინო პერსონალის საქმიანობა დადებითად შეაფასა. "N19 დაწესებულების ექიმების საქმიანობას დიდ მნიშველობას ვანიჭებთ. ისინი მაღალ დონეზე ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. დღევანდელ დღეს ვულოცავ მთელ სამედიცინო პერსონალს, რომელიც საქართველოში ტუბერკულოზს ებრძვის,"-განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.
სამედიცინი დეპარტამენტის ხელმძრვანელის თამთა დემურიშვილის განცხადებით, გასული წლიდან N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის ლაბორატორიაში შესაძლებელია ტუბერკულოზის სწრაფი დიაგნოსტირება GENEXPERT-ის აპარატით.
"დღეის მდგომარეობით პენიტენციურ დაწესებულებებში მკურნალობს 67 პაციენტი, წინა წლებთან შედარებით ეს ძალიან დაბალი ციფრია. მნიშვნელოვანია, რომ ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრებისთვის სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი გვაქვს, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და აპარატურით. მათ შორისააა "GENEXPERT"-ის აპარატი, რომლის საშუალებითაც 24 საათში ხდება დიაგნოზის დადგენა,"-განაცხადა თამთა დემურიშვილმა.
ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში ტუბერკულოზით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
(R)