სოციალურმა ქსელებმა შესაძლებელია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს. აღნიშნულ ინფორმაციას DAILYMAIL პიცბერგის სამედიცინოს სკოლის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მკვლევარები ამბობენ, რომ სოციალურ ქსელები დაუსრულებელ დეპრესიას იწვევს.
პიცბერგის სამედიცინო სკოლის დირექტორის, ბრაიან პრიმაკის განცხადებით, ახალგაზრდებმა ინტერნეტის მოხმარების ბალანსი უნდა დაიცვან.
"რადგან სოციალური მედია ადამიანების ურთიერთობის შემადგენელი ნაწილი გახდა, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა ბალანსი დაიცვან, რომ უარყოფითი ზეგავლენის ქვეშ არ მოექცნენ,"_აცხადებს პრიმაკი.
კვლევის ავტორის, ლუი ი ლინის თქმით, სოციალური ქსელებით უკვე დეპრესიაში მყოფი ადამიანები სარგებლობენ.
"სოციალური ქსელებით შესაძლებელია ის ადამიანები სარგებლობენ, რომლებიც უკვე დეპრესიაში არიან და სიცარიელის შევსებას ცდილობენ,"_ამბობს ლინი.
მისივე თქმით, სოციალური ქსელები სხვების წარმატებული ცხოვრების გამო ასევე შურს იწვევს და ამახინჯებს რწმენას.