სურების ხეობის საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, დღეს, სოფელ ზემოსურების ცენტრში აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეები ბუკისციხე-სურების გზის ასფალტირებას და ხეობის სამი სოფლისთვის (დიდივანი, შუა და ზემო სურები) მთის სტატუსის მინიჭებას ითხოვდნენ.
აქციაზე გურიის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები იმყოფებოდნენ:
_ ხეობის მოსახლეობას აქვს ორი მოთხოვნა _ მთის სტატუსის მინიჭება და გზა. გზის 6კილომეტრიანი მონაკვეთი გასულ წელს გაკეთდა და მოიხრეშა. დარჩენილია 17 კილომეტრი, რომლის ასფალტირების პროექტი უკვე მზად არის და მისი ღირებულება 8 მილიონ 150 ათას შეადგენს.
მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს თანხები მოიძიოს. რაც შეეხება მთის სტატუსის მინიჭების საკითხს _ მთის განვითარების საბჭო 20 აპრილამდე განიხილავს ნუსხაში შესატანი სოფლების საკითხს. თუმცა, სოფელი, რომელიც სტატუსს მიიღებს, უნდა მდებარეობდეს ზღვის დონიდან 800-1500 მეტრზე.
ამ თემაზე იყო განხილვა „ივლიტას ბიბლიოთეკაში“ და იქ იყვნენ ხეობის წარმომადგენლებიც. იქ, ინფრასტრუქტურის წარმომადგენელთან ერთად მოსახლეობას შევთავაზეთ ის სახელმწიფო პროგრამები, რომელსაც მთავრობა ახორციელებს და ყველა ჩაერთვება ამ პროგრამაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ სურებში 20-30 წლის განმავლობაში არ იყო ელექტროენერგია სურებში და ახალი ხელისუფლების პირობებში მოხდა ელექტრ ენერგიის აღდგენაც.
აუცილებლად გავითვალისწინებთ სურების მცხოვრებთა მოთხოვნას და შეძლებისდაგვარად ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას აღმოვუჩენთ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ.