დილმა რუსეფი – ბრაზილიის პრეზიდენტი
დილმა რუსეფი პირველი ქალი პრეზიდენტია ბრაზილიის ისტორიაში. დილმას პოლიტიკური კარიერა 1960-იან წლებში დაიწყო, როდესაც ის სამხედრო ხუნტას ებრძოდა და რამდენიმე წელი ციხეშიც კი გაატარა, სადაც აწამებდნენ. რუსეფის კანდიდატურას ღიად უჭერდა მხარს მისი წინამორბედი, ლუის ინასიუ და სილვა.
დალია გრიბაუსკაიტე – ლიტვის პრეზიდენტი
დალია გრიბაუსკაიტე 2009 წელს ლიტვაში „წლის ადამიანად” დაასახელეს. გარდა ამისა, ის ლიტვის პირველი ქალი პრეზიდენტია. რომელიც პირველივე ტურში აირჩიეს ამ თანამდებობაზე. დალია ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანი ქალი პრეზიდენტი გახლავთ, რომელიც არ გახლავთ გათხოვილი. პროფესიით ეკონომისტი დალია გრიბაუსკაიტე საბჭოთა კავშირის დროს ლენინგრადში სწავლობდა და „როტ-ფრონტის” ქარხანაში მუშაობდა.
ელენ ჯონსონ–სერლიფი – ლიბერიის პრეზიდენტი
ჯონსონ-სერლიფი პირველი ქალი პრეზიდენტია არა მარტო ლიბერიაში, არამედ, მთლიანად აფრიკის კონტინენტზე. თავისი დემოკრატიული ხედვის გამო, ჯონსონ-სერლიფი იდევნებოდა წინა მთავრობების მიერ: მას რამდენჯერმე აუკრძალეს სამშობლოში ჩასვლა და 10-წლიანი სასჯელიც კი აქვს მოხდილი, თუმცა, როგორც ჩანს, მისმა ბრძოლამ გაამართლა და დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი პოლიტიკოსია მსოფლიოში.
პაკ კინ ჰიო – სამხრეთ კორეის პრეზიდენტი
პაკ კინ ჰიო პირველი ქალი პრეზიდენტია სამხრეთ კორეის ისტორიაში. პრეზიდენტის თანამდებობაზე ის 2012 წლის დეკემბერში აირჩიეს. პაკ კინ ჰიო ცნობილი სამხრეთკორეელი გენერლის – პაკ ჩონ ჰის შვილია, რომელსაც 1963-1979 წლებში სამხრეთ კორეის პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა. უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში პაკ კინ ჰიომ ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა არჩევნებზე.